აშშ-ის ელჩი “მთავარ არხზე” | რობინ დანიგანის გზავნილები და ინტერვიუ “დღის სტუმარში”

შეერთებული შტატების ელჩი “მთავარ არხზე”. საქართველოში ჩამოსვლიდან ერთ თვეში მკაფიოდ აფიქსირებს, რომ სიტყვის თავისუფლების და მედია პლურალიზმის დაცვა მისი დიპლომატიური მისიის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ოფიციალური წარმომადგენელი კრიტიკულ არხებს შორის სწორედ “მთავარში” ვიზიტს ირჩევს და ვრცელი ინტერვიუთი “დღის სტუმარში” ღია მხარდაჭერას გამოხატავს ჩვენი არხისა და მთლიანად კრიტიკული მედიის მიმართ.
ინტერვიუს გარდა კადრს მიღმაც ელჩმა ვრცლად ისაუბრა ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე და ისურვა, რომ იყოს მუდმივ კოორდინაციაში მედიასთან საქართველოში. რობინ დანიგანს, რა თქმა უნდა, ჰქონდა სხვა გზავნილებიც, და პირველ რიგში ეს განცხადებები რუსეთთან და მომავალ არჩევნებთან იყო დაკავშირებული. მსოფლიო დისტანცირდება სგან და საქართველომ საგარეო პოლიტიკა დასავლეთთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს – ამბობს დიპლომატი. და პარალელურად 2024 წლის საპარლამენტო სთავი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის თემასაც ეხება.