აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი რუსეთში მუშაობას ასრულებს

რუსეთში მუშაობას ასრულებს და მოსკოვს ტოვებს ამერიკელი დიპლომატი, ელჩი ლინ ტრეისი, რომელიც 2023 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა შეერთებული შტატების საელჩოს.
ინფორმაცია საელჩოს ტელეგრამ-არხზე დღეს, 27 ივნისს გამოქვეყნდა.
საელჩო ტრეისის ხელმძღვანელობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მის საქმიანობას გამოარჩევდა ღიაობა, პატიოსნება და რწმენა, რომ რთულ დროსაც კი მნიშვნელოვანია გააზრებული დიალოგი.
თავად ლინ ტრეისის განცხადებით, ამაყობს, რომ თავის ქვეყანას მოსკოვში წარმოადგენდა რთულ დროს და იცის, რომ დან მისი გამგზავრების შემდეგ კოლეგები განაგრძობენ მუშაობას ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და რუს ხალხთან კავშირების მხარდასაჭერად.
ტრესის თქმით, ის შთაგონებულია შეხვედრებით რუსებთან, რომლებსაც თავისი ქვეყანა უყვართ და ყოველდღიურად მუშაობენ უკეთესი მომავლისთვის. ამერიკელი დიპლომატი დამშვიდობებას ასრულებს სტროფით პუშკინის ლექსიდან „ჩაადაევს”.
ლინ ტრეისი რუსეთში -ის პირველი ქალი ელჩი იყო.
2025 წლის თებერვალში რუსული მედია წერდა, რომ რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დაინიშნოს. ის 2012-2015 წლებში იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში.
ში ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან გააძევა 200-ზე მეტი რუსი დიპლომატი. მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს აუკრძალა თანამშრომლებად რუსეთის მოქალაქეების მიღება.
თეთრ სახლში 2025 წლის იანვარში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესება გადაწყვიტა.
სტამბოლში აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის თებერვალში გამართული შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონმა თანხმობა განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრ დარჩიევის მიღებაზე.
აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ამოეწურა. მის შემცვლელად წარდგენილი ალექსანდრ დარჩიევი საქმიანობის დაწყებას ვერ ახერხებდა ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობის არარსებობის გამო.
ფორუმი