აშშ-ის ელჩი არჩევნების შემდეგ პირველად შეხვდა „ოცნების“ მინისტრს

აშშ-ის ელჩი „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს პირველად შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს თქმით, შეხვედრა ორი ქვეყნის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს შეეხებოდა.
„შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.