აშშ-ის ელჩი ანაკლიის პორტის აშენებაზე: საჭიროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ

აშშ-ის ელჩი საქართველოში ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობაზე საუბრობს თავის პირველ ინტერვიუში. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, საჭიროა მთავრობამ ზუსტად იცოდეს, თუ ვისთან აპირებს თანამშრომლობას.
“ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება.
ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. და, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და როცა საქმე ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, როგორიც პორტებია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია”, – ამბობს ელჩი.
რადიო თავისუფლებამ მას ასევე ჰკითხა, რას ნიშნავდა -სთვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების დამყარების შესახებ შეთანხმების დამყარება.
“გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ – ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს…
სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა”, – ამბობს თავის პირველ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.
2023 წლის ივლისში, პეკინში პრემიერ-მინისტრ ს ვიზიტისას, საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
უფრო ადრე, 2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ანაკლიის პორტის” აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება და ინვესტორთან ერთად დაფუძნებულ კომპანიაში 51%-იანი წილი ექნება.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში თქვა, ანაკლიაში პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. 2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება და ინვესტორთან ერთად დაფუძნებულ კომპანიაში 51%-იანი წილი ექნება. უფრო ადრე, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2020 წლის დასაწყისში, მთავრობამ გამოაცხადა, რომ წყვეტდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ ფიშერი – ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს

გედევან ფოფხაძე – ვარწმუნებ ივანიშვილის მსახურებს, რომ მათი მოტივაცია და ჩვენი კონტრასტულია, აქციაზე რაოდენობას ნუ ითვლიან – თუ რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილსა და კოტე აფხაზს, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გმირები იყვნენ