აშშ-ის ელჩის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი კომპანიაზე დეზინფორმაციის გავრცელება

აშშ-ის ელჩის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი კომპანიაზე დეზინფორმაციის გავრცელება
-ის ელჩის, ს მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი China Communications Construction Company-ზე დეზინფორმაციის გავრცელება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე რობინ დანიგანის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხსენებულ ჩინურ კომპანიას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ს არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი.
აბაშიძე ვიდეოს აზიარებს, სადაც 2023 წლის 8 ივლისს, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი სამარცხვინო რევერანსებით ესალმება ჩინეთის ვიცე-პრემიერს ჰე ლიფენს და აღნიშნავს, რომ ყოველთვის ეს ფაქტი გაახსენდება, როცა ფარისეველი ამერიკელი ოფიციალური პირები მორიგ ჯერზე უსამართლოდ დაამუნათებენ საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო.
„აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი China Communications Construction Company-ზე დეზინფორმაციის გავრცელება. დანიგანის ცნობით, ხსენებულ ჩინურ კომპანიას თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი. საქართველოში ჩინეთის საელჩო აცხადებს, რომ ამგვარი განცხადება არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. “ხსენებული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ს მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, – აღნიშნულია საქართველოში ჩინეთის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს. აშშ-ისა და ჩინეთის მრავალმილიარდიანი სავაჭრო-საფინანსო ურთიერთობა და სამხედრო თანამშრომლობა რომ გვერდზე გადავდოთ, აუცილებელია ამ ვიდეოს გახსენება. 2023 წლის 8 ივლისს, პეკინში დაფიქსირებულმა ამ ვიზუალურმა მასალამ პლანეტა მოიარა – ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი სამარცხვინო რევერანსებით ესალმება ჩინეთის ვიცე-პრემიერს ჰე ლიფენს. ამის გამო თეთრი სახლი დამსახურებულად უმწვავესი კრიტიკის ქარცეცხლში იყო. ეს ეპიზოდი საერთაშორისო მიმომხილველებისა და მედიის მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა.
მე კი ყოველთვის გამახსენდება, როცა ფარისეველი ამერიკელი ოფიციალური პირები მორიგ ჯერზე უსამართლოდ დაამუნათებენ საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო” – წერს გია აბაშიძე.
ამ თემაზე:
ჩინეთის საელჩო ამერიკის ელჩის განცხადებას პასუხობს

ასევე დაგაინტერესებთ

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში