საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ქართული ოცნების ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს შეხვდა.
საელჩოს ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო სხვა საკითხებთან ერთად განეხილათ, “ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის” (TRIPP).




