აშშ-ის ელჩის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

საქართველოში -ის ელჩი, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა.
ამის შესახებ დიპლომატმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი აზრით, ეს „პრობლემურია“.
ელჩი აგრეთვე ამბობს, რომ „კარგად ცნობილია“ ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის მართვა.
„პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“, – აცხადებს დანიგანი [„რადიო თავისუფლების“ თარგმანი].