აშშ-ის დიდ ქალაქებში საოფისე შენობების ღირებულება ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინდექსის პროვაიდერმა MSCI-მ განაცხადა.
RCA CPPI კომერციული უძრავი ქონების ფასების ინდექსის მიხედვით, ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2023 წელს.
„საოფისე ფართების მოთხოვნის შესახებ გაურკვევლობამ, ისევე როგორც მაღალი იპოთეკური განაკვეთების გავლენამ, უარყოფითად იმოქმედა როგორც ფასებზე, ასევე გაყიდვების მოცულობაზე“, – წერენ MSCI-ის ანალიტიკოსები.
MSCI-ის მიხედვით, გარეუბნებში ოფისების ფასები ნოემბერში დაეცა 12.4%-ით, ხოლო კომერციული ქონების ღირებულება მთლიანობაში 8%-ით შემცირდა.