აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ტიმ უოლცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სიმბოლურად აირჩიეს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სიმბოლურად აირჩიეს.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, უოლცმა მადლობა გადაუხადა კამალა ჰარისს გუნდში მიწვევისთვის და -ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „ოთხწლიანი ძლიერი, ისტორიული ლიდერობისთვის“.
„ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივია კანდიდატურის მიღება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, ჩვენ ყველანი აქ ვართ ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა უოლცმა.
სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები არ შიმშილობენ, სადაც ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება და სადაც „მთავრობა თქვენს საძინებელში არ იჭრება“, რითაც მიანიშნა რესპუბლიკური პარტიის თავდასხმებზე აბორტის უფლებასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე.
როგორც „როიტერი“ წერს, დღეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოვა.
1tv.ge