აშშ-ის დახმარების შეწყვეტა საუკეთესო წვლილი იქნება მშვიდობაში — კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან სთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა „საუკეთესო წვლილი იქნება მშვიდობისთვის“.
„აშკარაა, რომ აქამდე იყო ამ ომის მთავარი მიმწოდებელი. თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ასეთად ყოფნას ან შეაჩერებს ამ მიწოდებას, ეს, ალბათ, საუკეთესო წვლილი იქნება მშვიდობის დამყარების საქმეში“, — განაცხადა პესკოვმა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა და ს ამჟამად არც იმ იარაღს მიაწვდიან, რომელიც ტრანზიტისთვის გამზადებულია პოლონეთში. წყაროების თანახმად, ეს პაუზა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინახავს, რომ უკრაინის ლიდერები „მოწადინებული არიან მშვიდობისთვის”.
უკრაინისთვის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ჯერ გასარკვევია, რომელი პროგრამები შეწყვეტს მუშაობას იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ისედაც დასრულების ეტაპზე იყო. ამასთან, ბევრ შემთხვევაში საჭიროა კენჭისყრა კონგრესში.
„არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას უკვე აქვს აშშ-სგან სამხედრო მხარდაჭერის პროგრამების გრძელვადიანი შეჩერების გამოცდილება და იცის, როგორ მოერგოს ასეთ სიტუაციებს. ამიტომ, ჩვენ ვატარებთ საფუძვლიან აუდიტს, თუ რა გვაქვს, რა შეიძლება განვითარდეს პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, რა შეიძლება შეიცვალოს. ვეძებთ რაღაცას კომერციულ ბაზრებზე. განვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან. და მაინც არ უგულებელვყოფთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შესაძლებლობას“, — თქვა პოდოლიაკმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა გრძელდება და კიევში მომავალშიც მისი გაგრძელების იმედი აქვთ.