აშშ-ის განცხადებით, ქართველ სამართალდამცავებსა და მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს სავიზო აკრძალვებს დაუწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შტატები დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო აკრძალვები დაუწესოს კიდევ სხვა ქართველ ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, მათ შორის დასახელებულია ძალოვანი უწყებებისა და მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლები.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო შეზღუდვები დააწესოს კიდევ სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, მათ შორის სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩართულები იყვნენ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში.
ასევე მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, მათ შორის იძულების ან დაშინების გარეშე ხმის მიცემის უფლებისთვის”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ დაასანქცირა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის (“ხარებას”) მოადგილე, მირზა კეზევაძე. ისინი გლობალური მაგნიტსკის სიაში მოხვდნენ.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები უწესდება ორ ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.
აშშ-ის სანქციებს წინ უძღოდა ბრიტანული სანქციები
რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
· ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
· ალექსანდრე დარახველიძე – -ის მინისტრის პირველი მოადგილე;
· სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
· ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
· მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში 22-ე დღეა, გრძელდება.
დემონსტრაციებისას პოლიციელებმა არაერთ ადამიანზე იძალადეს როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ.
სცემეს ჟურნალისტებსაც.
სახალხო დამცველი იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით კლინიკებსა და იზოლატორებში მოინახულეს 362 ადამიანი. მათგან:
· 227 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე;
· 158-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ