აშშ-ის განათლების დეპარტამენტი თანამშრომელთა რაოდენობის განახევრებას გეგმავს
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი თანამშრომელთა რაოდენობის განახევრებას გეგმავს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
შემცირება შეეხება დაახლოებით 2 100 ადამიანს, რომლებიც 21 მარტიდან შვებულებაში იქნებიან გაშვებული.
დეპარტამენტში, რომლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 238 მილიარდ დოლარს შეადგენს, 4 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 1979 წელს დაარსებული დეპარტამენტი ზედამხედველობს საჯარო სკოლების დაფინანსებას, ადმინისტრირებას უწევს სტუდენტურ სესხებს და ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც დაბალშემოსავლიან სტუდენტებს ეხმარება. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფედერალური სტუდენტური სესხების ადმინისტრირებასა და ზედამხედველობაში, რომლებსაც მილიონობით ამერიკელი იყენებს უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად.
როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, შემცირებები გავლენას მოახდენს დეპარტამენტის ყველა განყოფილებაზე.
1tv.ge
