აშშ-ის ბიუჯეტი პროფიციტზე გავიდა
აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ ივნისში $27-მილიარდიანი ბიუჯეტის პროფიციტი დააფიქსირა, რაც ტარიფების შედეგად საბაჟო შემოსავლების რეკორდულ ზრდას უკავშირდება, შესაბამისად გასულ თვეს ფედერალურმა მთავრობამ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე დახარჯა.
საბაჟო შემოსავალმა ივნისში $27.2 მილიარდს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება და სარეკორდო მაჩვენებელია.
ბიუჯეტის პროფიციტის მთავარი მიზეზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული სავაჭრო პოლიტიკაა.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, ტარიფები უკვე იძლევა მნიშვნელოვან შედეგს და წლის ბოლომდე საშემოსავლო მაჩვენებელი შესაძლოა $300 მილიარდამდე გაიზარდოს.
