ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. ამის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული იყო რუსეთის მთავრობისთვისაც, წერს BBC.
სავარაუდოდ, სწორედ ამ ინფორმაციის შესახებ იყო საუბარი 2 კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მოსკოვში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებდნენ, თავი აერიდებინათ ხალხმრავალ შეკრებებსა და კონცერტებზე დასწრებისგან.