-ის არმიის მდივანი უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა

აშშ-ის არმიის მდივანი უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახან -ის არმიის მდივანს, დენიელ დრისკოლს ვესაუბრე. როგორც პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ის არმიის მდივანს კიევში მიმდინარე კვირაში ველით. ჩვენ მზად ვართ, სისხლისღვრის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯებზე შესათანხმებლად მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად გავაგრძელოთ“, – წერს ერმაკი X-ზე.
მისი თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მყარი საფუძველი შეიქმნა.
„პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი გუნდი თანამშრომლობის ერთგულია. მშვიდობის მიღწევისთვის დაბრკოლება არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?