აშშ-ის არიზონას შტატში სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN-ის ცნობით, მცირე ზომის სამედიცინო სატრანსპორტო თვითმფრინავი არიზონას შტატში, ნახავოს ტომის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
„პატარა თვითმფრინავი ახლომდებარე საავადმყოფოდან პაციენტის ასაყვანად მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა“, – განაცხადა ნახავოს პოლიციამ.
აშშ-ის ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს ცნობით, ავიაკატასტროფა Beechcraft 300-ის ტიპის თვითმფრინავმა განიცადა და შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები უკვე გაემგზავრნენ.
