აშშ-ის აკრძალვების მიუხედავად რუსეთი კუბას ნავთობს მიაწვდის

აშშ-ის აკრძალვების მიუხედავად რუსეთი კუბას ნავთობს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “იზვესტია” კუბაში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰავანაში რუსეთის საელჩოს თქმით, მოსკოვი კუბისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას გეგმავს, როგორც “ჰუმანიტარულ დახმარებას”. ამავდროულად, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ რუს ტურისტებს კუბაში ვიზიტებისგან თავის შეკავება, ხოლო ტუროპერატორებს საგზურების გაყიდვის შეჩერება ურჩია.
გამოცემის ინფორმაციით, ახლა კუბაში საწვავის მაქსიმუმ სამთვიანი მარაგებია.
“არანაირი საევაკუაციო ღონისძიებები არ არის დაგეგმილი. კუბაში ელექტროენერგიის გათიშვები, სამწუხაროდ, ახალი მოვლენა არაა და მათი სიხშირე და ხანგრძლივობა ადგილობრივ ელექტროსადგურებზე საწვავის ქონასა და ეროვნული ენერგოსისტემის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული…
უახლოეს დროს იგეგმება რუსეთიდან კუბაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, მიწოდება”,-განაცხადეს ჰავანაში რუსეთის საელჩოში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)