-ის აკრძალვების მიუხედავად კუბას ნავთობს მიაწვდის

აშშ-ის აკრძალვების მიუხედავად კუბას ნავთობს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “იზვესტია” კუბაში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰავანაში რუსეთის საელჩოს თქმით, მოსკოვი კუბისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას გეგმავს, როგორც “ჰუმანიტარულ დახმარებას”. ამავდროულად, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ რუს ტურისტებს კუბაში ვიზიტებისგან თავის შეკავება, ხოლო ტუროპერატორებს საგზურების გაყიდვის შეჩერება ურჩია.
გამოცემის ინფორმაციით, ახლა კუბაში საწვავის მაქსიმუმ სამთვიანი მარაგებია.
“არანაირი საევაკუაციო ღონისძიებები არ არის დაგეგმილი. კუბაში ელექტროენერგიის გათიშვები, სამწუხაროდ, ახალი მოვლენა არაა და მათი სიხშირე და ხანგრძლივობა ადგილობრივ ელექტროსადგურებზე საწვავის ქონასა და ეროვნული ენერგოსისტემის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული…
უახლოეს დროს იგეგმება რუსეთიდან კუბაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, მიწოდება”,-განაცხადეს ჰავანაში რუსეთის საელჩოში.