-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს –

აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამჟამად ევროპას საქმე -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან აქვს, რომელიც „ღიად ანტიევროპულია“ და ევროკავშირის მიმართ „ზიზღს იჩენს“.
„როდესაც აშკარა აგრესიის აქტი არსებობს, თავი არ უნდა დახარო და შეთანხმების მიღწევას არ უნდა შეეცადო. ვფიქრობ, ეს სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვცადეთ და ის არ მუშაობს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის მუქარის ფონზე ევროპამ ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს და გლობალური გავლენა გააძლიეროს.
„ვაჭრობის ფრონტზე ჩინეთის ცუნამი გვაქვს, ხოლო ამერიკული მხრიდან არასტაბილურობა. ეს ორი კრიზისი ევროპელებისთვის შოკს წარმოადგენს“, – განაცხადა მაკრონმა.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას