-ის ადმინისტრაციამ რამდენიმე რუსულ ბანკს სანქციები შეუჩერა

აშშ-ის ადმინისტრაციამ რამდენიმე რუსულ ბანკს სანქციები შეუჩერა. შესაბამისი განცხადება -ის ხაზინის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
აღინიშნება, რომ სანქციები ნაწილობრივ მოეხსნა იმ დაწესებულებებს, რომლებიც სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის პროექტებში მონაწილეობენ.
ხაზინის დეპარტამენტმა გასცა გენერალური ლიცენზია, რომელიც 2026 წლის 18 ივნისამდე ს გარკვეულ ბანკებთან ოპერაციების განხორციელების საშუალებას იძლევა.
საუბარია იმ ტრანზაქციებზე, რომლებიც დაკავშირებულია 2024 წლის 21 ნოემბრამდე დაწყებულ პროექტებთან.
ხაზინის დეპარტამენტმა დაუშვა ოპერაციების განხორციელება შემდეგ ბანკებთან: გაზპრომბანკი, სბერბანკი, ვითიბი, ალფა-ბანკი და ა.შ.
ლიცენზია ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებშიც ზემოხსენებული ბანკები წილის 50%-ს ან მეტს ფლობენ. ამასთან, ნებართვა ეხება მხოლოდ იმ ოპერაციებს, რომლებიც სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის მხარდასაჭერად ხორციელდება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }