“აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს” | ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ს თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს. ოსტინის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის თავის დაცვის უფლებისადმი ძალიან მყარია.
“მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ისრაელს ვუკარნახო ვადები ან პირობები ოპერაციისთვის”, – განაცხადა ოსტინმა.
ოსტინმა, თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან და ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ომის შემდგომი ღაზის შესახებ მიზნები და ამოცანები განიხილეს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.