აშშ ისრაელელებისთვის, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებს თავს ესხმიან, სავიზო შეზღუდვის დაწესებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელელებისთვის, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებს თავს ესხმიან, სავიზო შეზღუდვის დაწესებას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმის შესახებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შესაბამის აკრძალვაზე მუშაობს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამ ნეთანიაჰუს გუშინ შემდგარ შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აცნობა.
ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ალბათობით განცხადებაში სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით დასახელებული იქნება მხოლოდ ადამიანთა რაოდენობა, ვისზეც აღნიშნული აკრძალვა გავრცელდება და არა მათი სახელები.
სტატიაში განმარტებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატების ვარაუდს, რომ მსგავსი ანონიმურობა შემაკავებელი მექანიზმის სახით იმუშავებს მათთვის, ვინც შესაძლოა განიხილავდეს პალესტინელებზე თავდასხმა, რომლებსაც არ ეცოდინებათ შეყვანილნი არიან თუ არა შავ სიაში. სავიზო აკრძალვა შესაძლოა უკვე მომავალ კვირას დაწესდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება