ფლორიდაში აშშ-ისა და უკრანის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრას ორივე ქვეყნის გუნდები ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკიმ უთხრა ტრამპს, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია მარ-ა-ლაგოში, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ოთახი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, „ძალიან ხელსაყრელია შეთანხმებებისთვის”.
შეხვედრაზე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, გენერალი დენ კეინი, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე და აშშ-ის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი.
რეპორტიორებს შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ.
www.interpressnews.ge




