აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში დაიწყო
რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში სამეფო რეზიდენციაში უკვე დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საუდის არაბეთის დედაქალაქში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი.
ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.
