აშშ-ისა და მექსიკის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

აშშ-ისა და მექსიკის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ჩვენ ეკონომიკურ, კულტურულ და სავაჭრო სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ“, – წერს მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი სოციალურ ქსელში.
ჯო ბაიდენმა კლაუდია შეინბაუმს ისტორიული ინაუგურაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ელის.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა და იგი მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ