აშშ-ისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის, ღაზის სექტორისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის, ღაზის სექტორისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ავრცელებს.
„პრობლემების მართვისას, რომლებსაც ჩვენ ახლა ვაწყდებით, მნიშვნელოვანია ის ერთობლივი პოტენციალი გავაცნობიეროთ, რომლის შექმნა ორ ქვეყანას შეუძლია“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
ფიდანმა აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენთან და ჯეიკ სალივანთან შეხვედრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება კიდევ ერთხელ გაიმეორა და ასევე, უკრაინის წინააღმდეგ ს ომის დასრულების გზები განიხილა.
„ჩვენ საუბრისთვის საფუძველი გვჭირდება, ამ ომის შესაჩერებლად და დიალოგი უარესი კრიზისების ასაცილებლად, ჩვენ ამის მოწოდებას ვახდენთ“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, -მა და თურქეთმა თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით ორმხრივი შეხვედრები, სახელწოდებით „სტრატეგიული მექანიზმი“, ვაშინგტონში ხუთშაბათს დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად