აშშ ირანს აკისრებს პასუხისმგებლობას ტრამპის და ჰარისის შტაბებზე კიბერთავდასხმის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა ირანი დაადანაშაულეს არჩევნებზე გავლენის მცდელობაში. თეირანში ამას უარყოფენ.
შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურომ(FBI), ნაციონალური დაზვერვის ბიურომ(DNI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ(CISA) 19 აგვისტოს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, ქვეყანაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეიმჩნევა ირანის სულ უფრო აგრესიული აქტიურობა, კერძოდ, ამერიკული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გავლენის ოპერაცია და საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციები.
ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ირანს დააკისრეს პასუხისმგებლობა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების საარჩევნო შტაბებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, ს საარჩევნო შტაბმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ჰაკერებმა შეაღწიეს შიდა ელექტრონულ მიმოწერაში და ეს კიბერშეტევა ირანის მიერ იყო ორგანიზებული. 13 აგვისტოს კიბერშეტევის შესახებ განაცხადა დემოკრატების კანდიდატის, ს შტაბმაც.
აგვისტოში კომპანია Google-მა განაცხადა, რომ -ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რესურსებზე კიბერშეტევა განახორციელა ირანის ხელისუფლების, კერძოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების ჯგუფმა.
კიბერშეტევებთან ირანის კავშირი 19 აგვისტოს ოფიციალურად დაადასტურეს შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმაც. მათი განცხადებით, არ დაუშვებენ არჩევნებზე უცხო ქვეყნების გავლენის და არჩევნებში მათი ჩარევის მცდელობებს.
ირანის ხელისუფლებამ კიბერთავდასხმებთან კავშირი უარყო. გაეროში ირანის წარმომადგენლობამ 19 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, თეირანს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის განზრახვა და მოტივი არ აქვს და ამერიკის ბრალდებები არაფრით გამყარებული არ არის. თეირანმა ვაშინგტონს მიმართა, მტკიცებულებები წარმოადგინოს.
თავად აშშ-ის სპეცსამსახურების ერთობლივ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ კიბერშეტევებით საარჩევნო პროცესზე გავლენის მცდელობა სიახლე არ არის და ირანს და რუსეთს ეს ტაქტიკა გამოყენებული აქვთ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც სხვადასხვა არჩევნების დროს.
აშშ-ში სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ 2017 წელს დაადგინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ს ჩარევა, რაც ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ იყო სანქცირებული და მიზნად ისხავდა ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და დემოკრატიის საფუძვლების შერყევას.
2016 წლის არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დაამარცხა დემოკრატი ჰილარი კლინტონი. გამოძიებას არ დაუდგენია რუსეთთან ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა უშუალო კავშირი.
აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ