აშშ ირანს ადანაშაულებს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებთან კავშირში

შეერთებული შტატების არმიის ცენტრალურმა სარდლობამ ირანი დაადანაშაულა წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე იემენელი მეამბოხეების თავდასხმის მხარდაჭერაში და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობას და ზღვაზე უსაფრთხოებას.
სარდლობის ინფორმაციით, 3 დეკემბერს, წითელი ზღვის სამხრეთში, საერთაშორისო წყლებში 3 სატვირთო გემზე 4 თავდასხმა მოხდა რაკეტებით და დრონებით. გემებიდან მიღებულ განგაშის სიგნალებზე რეაგირება მოახდინა ამერიკულმა სამხედრო გემმა USS CARNEY-მ, რომელმაც დრონები ჩამოაგდო.
ამერიკული არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იემენის ტერიტორიიდან განხორციელებული შეტევის სამიზნე იყო ბაჰამის კუნძულების და პანამის დროშებით მცურავი 3 გემი, რომელთა მფლობელები არიან ბრიტანეთსა და ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიები. ამერიკელი სამხედროების თანახმად, გემებს, რომელთა ეკიპაჟებში 10-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღიათ. სამხედრო გემმა USS CARNEY-მ ჩამოაგდო დრონიც, რომელიც მისი მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა, ამერიკელები არ ადასტურებენ, რომ სამიზნე კონკრეტულად CARNEY იყო.
3 დეკემბერს, წითელ ზღვაში თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო ჰუთიტების დაჯგუფება Ansar Allah-მა, რომელიც იემენის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს. მეამბოხეებს, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ლიბანში მოქმედ რადიკალურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“, მხარს ირანი უჭერს.
-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეტევები უშუალოდ იემენელმა მეამბოხეებმა განახორციელეს, თავდასხმებში სრულად იყო ჩართული ირანიც. სარდლობის თანახმად, აშშ საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაბამის საპასუხო ზომებს.
ს გამოცემა „ჰაარეცის“ ინფორმაციით, კომერციულ გემებს, რომლებსაც 3 დეკემბერს, წითელ ზღვაში შეუტიეს, ისრაელელი მფლობელები ჰყავთ.
ისრაელის მიერ პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში სატვირთი გემებზე არაერთი თავდასხმა მოხდა. იემენელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ისრაელის გემებია. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც ამ რაიონში პატრულირებენ.