ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს ორ-სამ კვირაში დაასრულებს – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი
Anna Moneymaker/Getty Images
-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს ორ-სამ კვირაში დაასრულებს.
“ირანს ძალიან მალე დავტოვებთ” – უთხრა მან ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და დაამატა, რომ ეს შეიძლება “ორ კვირაში ან შეიძლება სამშიც მოხდეს”
სამხედრო მოქმედებების დასაწყისში ტრამპმა ივარაუდა, რომ ირანში აშშ-ს სამხედრო ოპერაცია ხუთ კვირაზე ნაკლებ ხანს გაგრძელდებოდა – ეს ვადა მიმდინარე კვირის შაბათს სრულდება.
“ჩვენ მათ ძალიან ძლიერად ვურტყამთ” – უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს – “გუშინ ღამით გავანადგურეთ სარაკეტო წარმოების უზარმაზარი ობიექტები. ვასრულებთ საქმეს და ვფიქრობ, რომ ამისთვის ორი კვირა, შესაძლოა ცოტა მეტი დროც დაგვჭირდება”.
ტრამპმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, მოლაპარაკებები რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.
“მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, მოვლენ მოლაპარაკებებზე თუ არა… ჩვენ ისინი უკან დავხიეთ. მათ 15-დან 20 წლამდე დასჭირდება, რომ აღადგინონ ის, რაც ჩვენ მათ გავუნადგურეთ. მათ აღარ ჰყავთ საზღვაო ძალები, აღარც საჰაერო ძალები, აღარ აქვთ სატელეკომუნიკაციო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. მათი ლიდერები აღარ არიან” – თქვა ტრამპმა.