აშშ ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და დელეგაციის სხვა წევრების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

აშშ ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და დელეგაციის სხვა წევრების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადებას -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
მილერის თქმით, აშშ ირანელი ხალხისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის ბრძოლის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ჩრდილო-დასავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ამირ -აბდოლაჰიანის და მათი დელეგაციის სხვა წევრების დაღუპვის გამო ოფიციალურ მწუხარებას გამოთქვამს. ახლა, როდესაც ირანი ახალ პრეზიდენტს ირჩევს, ჩვენ ირანელი ხალხის და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის მათი ბრძოლის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით