აშშ: ინდოეთმა და ჩინეთმა უნდა გადაათქმევინონ რუსეთს კოსმოსში იარაღის განთავსება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს, ჩინეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან განიხილა ს მიერ ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსების შესაძლებლობა.
ამის შესახებ წერს The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანამოსაუბრეთა თანახმად, ბლინკენმა მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ სწორედ პეკინმა და დელიმ უნდა გადაარწმუნონ რუსეთი ამ შესაძლო გეგმების განხორციელება. წყაროებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კოსმოსში ბირთვული იარაღის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა და არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ჩინური და ინდური თანამგზავრების განადგურება.
ამ კვირის დასაწყისში, -მა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მონაცემებით, რუსეთი ავითარებს ანტისატელიტურ იარაღს. მედია აღნიშნავს, რომ შესაძლო საფრთხის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. The New York Times-ის წყაროების მონაცემებით, არ არის ცხადი, სადაზვერვო მონაცემების რომელი ნაწილი გაუზიარა ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, ვან ი-ს ან ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს, შეხვედრებზე.
დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგენელი ბევრი მონაცემის გახსნის წინააღმდეგი იყო, აღნიშნავს გაზეთი. კოსმოსის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომელსაც 1967 წელს ხელი მოაწერეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა, ბირთვული იარაღის ან მასობრივი განადგურების ნებისმიერი სხვა იარაღის განლაგება დედამიწის ორბიტაზე ან სხვა რომელიმე ციურ სხეულზე, ან კოსმოსური სივრცის სადგურზე, აკრძალულია.
თეთრი სახლის წარმომადგენლები შიშობენ, რომ თუ რუსეთი დაარღვევს შეთანხმებას, შეიძლება მის მაგალითს მიჰყვნენ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა. ამასთან The New York Times ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ აშშ-მა ახალ რუსულ იარაღს მხოლოდ ანტისატელიტური ტექნოლოგია უწოდა და არანაირი დეტალები არ გაუმხელია.
ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ რუსული ეს აპარატები არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს მოსახლეობისთვის. ადრე, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა მოუწოდა თეთრ სახლს, გაემჟღავნებინა ინფორმაცია აშშ-ის უსაფრთხოების გარკვეული სერიოზული მუქარის შესახებ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, მ მოგვიანებით განაცხადა, რომ განცხადება ეხება რუსეთის მიერ სატელიტების წინააღმდეგ შემუშავებულ იარაღს.
მოსკოვს თეთრი სახლის განცხადებაზე რუსეთის მიერ ანტისატელიტური იარაღის შემუშავების შესახებ, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს რუსეთის შესაძლო გეგმებზე კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ