„ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, აშშ-იაპონიის ალიანსი ბოლო მეოთხედი საუკუნის ყველაზე დიდ კრიზისს განიცდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის გამო.
ორივე მხარის მაღალი თანამდებობის პირები თვლიან, რომ ტრამპის მკაცრი მიდგომა, იაპონიის მთავრობის ადაპტაციის უუნარობასთან ერთად, უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხების დესტაბილიზაციას და აღრევას გამოიწვევს.
„საკითხები [აშშ-ის პრეზიდენტის] ადმინისტრაციაში ინდივიდუალურობაზე უფრო მნიშვნელოვანია. იაპონიაში არსებობს განცდა, რომ ტრამპის გუნდისთვის არაფერია წმინდა, ყველაფერი შემთხვევითობის საკითხია“, – განმარტა კრისტოფერ ჯონსტონმა, თეთრი სახლის ყოფილმა თანამდებობის პირმა და ამჟამად „აზიის ჯგუფის“ საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტმა.
