თამაშობს”; “ზელენსკის საფრთხე ემუქრება”; “ზელენსკი უნდა დავიცვათ” – გერმანული მედია ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების საუბარზე წერს

გერმანული მედია Der Spiegel ავრცელებს სატელეფონო საუბრიდან ფრაგმენტებს, რომელიც მათი ინფორმაციით, სა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართა.
გამოცემის თანახმად, ჩანაწერი იმ სატელეფონო საუბრიდანაა, რომელიც გასულ ორშაბათს, 1 -ელ დეკემბერს გაიმართა, ფლორიდაში უკრაინულ დელეგაციასა და ტრამპის გუნდს შორის მოლაპარაკებების შემდეგ.
აღნიშნულ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტის გარდა ასევე მონაწილეობდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ; გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.
გამოცემის ცნობით, საუბრის დროს მაკრონმა აღნიშნა, რომ “არსებობს შესაძლებლობა, რომ შეერთებული შტატები ტერიტორიების საკითხზე ს უღალატებს უსაფრთხოების გარანტიებზე სიცხადის გარეშე” და განაცხადა, რომ ის “დიდ საფრთხეს” ხედავს ზელენსკისთვის (გამოცემა არ აკონკრეტებს რა კონტექსტში გაჟღერდა ეს).
გამოცემის ინფორმაციით, მერცმა თქვა, რომ ზელენსკი უნდა იყოს “ძალიან ფრთხილად მომდევნო დღეებში” და აღნიშნა, რომ “ის [] თამაშობს თქვენთანაც და ჩვენთანაც”.
გამოცემის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა საუბრის ერთ-ერთი მომენტში თქვა, რომ “ჩვენ [ევროპელებმა] არ უნდა მივატოვოთ და ვოლოდიმირი ერთი-ერთზე ამ ხალხთან”.
“ვეთანხმები ალექსანდრს, ვოლოდიმირი უნდა დავიცვათ,” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, გამოცემის ცნობით.