ვენეციის კომისიას ტოვებს

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა იმ ორგანიზაციების სია, რომლის დატოვებას პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებით აპირებს.
აღნიშნულ ჩამონათვალში არის ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაც. გარდა ამისა, გეგმავს უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დატოვებასაც.
პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
„აღნიშნული გასვლა ამერიკელებისთვის პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიცემულ პირობას შეესაბამება: ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტური ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია პირველ ადგილზე ყოველთვის დააყენებს ამერიკას და ამერიკელებს“, – დაწერა რუბიომ.