აშშ ევროპას რუსეთთან თვითმკვლელი პირდაპირი კონფლიქტისთვის ამზადებს – სერგეი ლავროვი

აშშ ევროპას რუსეთთან თვითმკვლელი პირდაპირი კონფლიქტისთვის ამზადებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს უარი არ უთქვამს დასავლეთთან დიალოგზე და განიხილავს წინადადებებს კონტაქტების აღდგენის შესახებ, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
„როგორც სარეზერვო ვარიანტი ზელენსკის რეჟიმის ჩავარდნის შემთხვევაში, ისინი ამზადებენ კონტინენტურ ევროპას თვითმკვლელობის ავანტურასა და რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში შესვლისთვის. როცა ისინი საკმარისად მომწიფდებიან, რათა განაახლონ კონტაქტები და მოაწყონ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების პატიოსანი ბალანსის პრინციპებზე, შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ მსგავს წინადადებებთან დაკავშირებით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმ სურვილებიდან, რომლებსაც პერიოდულად ვისმენთ დასავლეთის დედაქალაქებიდან“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
1tv.ge