, ევროკავშირი და ჟენევაში მართავენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო გეგმის თაობაზე

ჟენევაში კვირას, 23 ნოემბერს, როგორც მოსალოდნელია, -ის, უკრაინის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციებს შორის გაიმართება მოლაპარაკებები აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე, რომელთა შესახებ მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი.
უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი. მასში ასევე შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი. როგორც იტყობინებიან, აშშ-ის დელეგაციაში შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ასევე არმიის მინისტრი დენ დრისკოლი, რომელიც ცოტა ხნის იყო ჩასული კიევში. ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას წარმოადგენენ მათი ლიდერების წამყვანი მრჩევლები.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც არ გახმაურებულა, Reuters-ს განუცხადა, რომ ჟენევაში უკვე გაიმართა წინასწარი კონსულტაციები სა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის. მან ამ შეხვედრის შედეგები ძალიან დადებითად შეაფასა და აღნიშნა დადებითი იმპულსი არსებითი მოლაპარაკებების დაწყების წინ. მისი თქმით, კვირას ჟენევაში სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები გაიმართება. აშშ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა მოლაპარაკებებში რუბიოსა და უიტკოფის მონაწილეობა.
ევროკავშირის ლიდერებმა გუშინ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ აშშ-ის მცდელობებს რუსეთსა და ს შორის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად, თუმცა მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის მიერ წარმოდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა დამატებით დახვეწას საჭიროებს. „მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ მომავალი მშვიდობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ პრინციპს, რომ არ შეიძლება ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა“, ნათქვამია ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
Bild-ის ცნობით, ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ ს სამშვიდობო გეგმის სულ მცირე ოთხი პუნქტის შეცვლას ცდილობენ. ისინი უკმაყოფილოები არიან წინადადებებით, რომლებიც ეხება ს სუვერენიტეტის აღიარებას ყირიმზე, დონბასსა და სხვა ტერიტორიებზე; უკრაინის არმიის შესაძლო შემცირებას; უსაფრთხოების გარანტიების პირობებს; გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებულ დებულებებს.
Washington Post-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების მიერ მომზადებულ წინადადებებს შორისაა: უარი უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვაზე, რაც აშშ-ის გეგმით არის გათვალისწინებული; ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კინბურნის ნახევარკუნძულზე უკრაინის კონტროლის დაბრუნება და უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი დონეცკის ოლქის სთვის გადაცემისგან თავის შეკავებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამყარებამდე, ამ და სხვა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა მ ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება.
„უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების დელეგაციებს, მჭიდრო კავშირი აქვთ და იმედი მაქვს, შედეგი იქნება. სისხლის ღვრა უნდა შეწყდეს და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი აღარასოდეს გაჩაღდება. ველი დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს და ვიმედოვნებ, რომ ყველა მონაწილე კონსტრუქციული იქნება. ყველას გვჭირდება დადებითი შედეგი“.
რუსეთს ოფიციალურად ჯერ არ გამოუხატავს თანხმობა ან წინააღმდეგობა სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით და მხოლოდ განაცხადა, რომ ინფორმირებულია მის შესახებ. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად მუშაობენ სამშვიდობო გეგმაზე. გუშინ თავად დონალდ ტრამპმა დაუშვა გეგმის პარამეტრების შეცვლის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მისი წინადადება საბოლოო არ არის. ამავე დროს ის მოითხოვს, რომ რაც შეიძლება მალე დაეთანხმოს გეგმას.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სამშვიდობო წინადადება მოიცავს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წინადადებებს და არსებითად წარმოადგენს რეალისტურ კომპრომისს. გეგმის კრიტიკოსები მას პრორუსულობაში ადანაშაულებენ.
ფორუმი