დროებით ხსნის სანქციებს რუსულ ტრანზაქციებზე, რომლებიც საჭიროა ალასკაზე შეხვედრის მოსამზადებლად – „ასოშიეთედ პრესი“

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გასცა ლიცენზია, რომელიც დროებთ წყვეტს კონკრეტულ სანქციებს, რათა რუსეთმა შეძლოს გარკვეული თანხების გადახდა პრეზიდენტ ს ალასკაზე ვიზიტისთვის. ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ წერს.
ლიცენზია, რომელიც 20 აგვისტომდე იქნება ძალაში, სამიტიდან ხუთი დღის შემდეგ ს მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ფული დახარჯოს, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და სხვა სუბიექტებს, მიიღონ სამიტთან დაკავშირებული გადასახადები, რომლებიც სხვაგვარად -ის სანქციებით აკრძალულია.
ლიცენზია რუსეთს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს გადასახადები, რომლებიც ჩვეულებრივ აუცილებელია ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ს მთავრობებს შორის შეხვედრებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა სახაზინო დეპარტამენტის 13 აგვისტოს განცხადებაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი ტრანზაქციები იქნება ნებადართული.
1tv.ge