აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1405 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1512 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0107 ლარი შეადგინა.




