აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1583 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1783 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0200 ლარი შეადგინა.
