აშშ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

შეერთებული შტატები “დიდი შვიდეულის“ სამიტზე ს წინააღმდეგ ახალი სანქციების და ექსპორტის კონტროლის ზომების გამოცხადებას გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მ განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონი დააწესებს მთელ რიგ ახალ ეფექტურ სანქციებს და ექსპორტის კონტროლს იმ ორგანიზაციებისა და ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ში ომის წარმოებაში ეხმარებიან.
ამასთან, კირბის თქმით, შეერთებული შტატები „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოაცხადებს ნაბიჯებს, რათა უკრაინას გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაში დაეხმაროს.
ჯონ კირბის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, -ის პრეზიდენტი და მისი უკრაინელი კოლეგა, ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ 50-ე სამიტი 13-15 ივნისს იტალიაში, ბრინდიზში გაიმართება.