აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და იაპონია – საიდან სტუმრობენ ახმეტაში “ლაგვანის მარანს”?

ახმეტაში მდებარე “ლაგვანის მარნის” დამფუძნებლის, სანათა წიწუაშვილის შეფასებით, წელს ტურისტული სეზონი ევროპელი ტურისტების ნაკლებობით, თუმცა -დან, ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და განსაკუთრებით დან გაზრდილი ვიზიტებით გამოირჩევა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტულ ტენდენციების შეფასებისას განაცხადა.
„შარშან მარტი ძალიან აქტიური იყო და დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობდით. წელს კი მუშაობა მხოლოდ 1 აპრილიდან დავიწყეთ, რაც ჩვენთვის უჩვეულოა, რადგან სეზონს ტრადიციულად თებერვლიდან ვიწყებთ. მიუხედავად ამისა, ტურისტი მაინც არის – თითქმის ყოველდღე გვყავს სტუმარი, მაგრამ მცირე ჯგუფებით. ვფიქრობ, ეს ტურისტული კომპანიების აქტიური მუშაობის შედეგია“, – ამბობს წიწუაშვილი.
მისივე თქმით, აპრილი იმდენად ინტენსიურად დაიწყო, რომ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან თითქმის თანაბარი აქტივობა ფიქსირდება. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობაში, რაც მარნისთვის ისტორიული შედეგია.
ობიექტის მფლობელი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ყინტერესს ყველაფრისადმი იჩენენ და “ხარჯვის თვალსაზრისითაც ხელგაშლილები არიან“.
მისივე განმარტებით, წელს ფრანგ და იტალიელ ტურისტებზე ორიენტირებული ტურისტული კომპანიების მხრიდან ინტერესი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც წინა სეზონთან შედარებით შესამჩნევია.
“ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს ამერიკიდან. თითქმის ყველა ჯგუფში არის 1 ან 2 ამერიკელი სტუმარი. ასევე გვსტუმრობენ ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და ისრაელიდან. ადგილობრივები მხოლოდ 3% არიან. ამერიკელებს დაახლოებით 50% უკავიათ, დანარჩენი პროცენტული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება”, – ამბობს მარნის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ ახმეტაში მდებარე “ლაგვანის მარანი” ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს მათივე წარმოებული ღვინის თანხლებით გასტროტურებს მრავალფეროვან ვარიაციას ახვედრებს, უამბობს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარმასპინძლობის ისტორიას წერდა.