აშშ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროპასთან ერთობლივ ბრძოლას წყვეტს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ქვეყნებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ წყვეტს ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც საშუალებას აძლევდა, გამოევლინა და გამოეაშკარავებინა რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, – ინფორმაციას The Financial Times-ი სამ ევროპულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მემორანდუმებს ხელი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოეწერა და წარმოადგენდა იმ ინიციატივის ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტო, გლობალური ჩართულობის ცენტრი (GEC) ხელმძღვანელობდა.
ჯეიმს რუბინმა, რომელიც ცენტრს 2024 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა, მემორანდუმების შეწყვეტას რუსეთთან და ჩინეთთან საინფორმაციო ომში „განიარაღების ცალმხრივი აქტი“ უწოდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტებს ევროპისა და აფრიკის დაახლოებით 22 ქვეყანამ მოაწერა ხელი.
გლობალური ჩართულობის ცენტრი 2011 წელს შეიქმნა ინტერნეტში ტერორისტული პროპაგანდისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოგვიანებით მისი მისია გაფართოვდა და საზღვარგარეთ დეზინფორმაციული კამპანიების თვალყურის დევნება და გამოვლენა დაემატა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც