და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესახებ იუწყებიან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ხელ მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას. ამის შესახებ 26 ივნისს, თეთრ სახლში განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის თქვა, რომ შეთანხმებას ხელი 25 ივნისს მოაწერეს.
-ის ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლატნიკმა გამოცემა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ჩინეთი შეერთებულ შტატებს მიაწვდის იშვიათ მიწათა ელემენტებს და როგორც კი ეს მოხდება, კონტრზომების გაუქმებას დაიწყებენ.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ დღეს, 27 ივნისს განაცხადა, რომ პეკინი კონტროლირებული საქონლის ექსპორტს დასთანხმდა, სანაცვლოდ კი ვაშინგტონი გააუქმებს ჩინეთის წინააღმდეგ ამოქმედებული შემზღუდავი ზომების ნაწილს.
პეკინს იმედი აქვს, რომ ჩინეთი და აშშ კონსენსუსს განამტკიცებენ, გაუგებრობებს შეამცირებენ და ერთობლივად შეუწყობენ ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილურ და მდგრად განვითარებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქციისთვის საბაჟო ტარიფების დაწესება და ეტაპობრივად გაზრდა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო. აპრილში ტარიფმა 145%-ს მიღწია. პეკინმა ვაშინგტონს ანალოგიური ზომებით უპასუხა და უკვე აპრილისთვის ამერიკული პროდუქციის იმპორტის გადასახადი 125%-ს შეადგენდა.
ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სავაჭრო ომმა ფინანსური ბაზრები ჩამოშალა და რეცესიის საფრთხე შექმნა.
2025 წლის მაისში აშშ და ჩინეთი ჟენევაში გამართული მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ, რომ აშშ ტარიფს 145%-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთი – 125%-დან 10%-მდე.
სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი ივნისში, ლონდონში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა