აშშ და სომხეთი ხელს მოაწერენ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით წერს, რომ მირზოიანი და ბლინკენი ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთისა და -ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ს მოკავშირედ ითვლებოდა, ბოლო ხანს თანამშრომლობა გააძლიერა აშშ-სა და ევროკავშირთან.
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნებით.
აშშ-სა და ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების დაწყების ფონზე მათთან ურთიერთობები უკიდურესად გაამწვავა „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოში, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა წლების წინ დაამყარა.
2024 წელს, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ, ნოემბერში კი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების” გადაწყვეტილებამდე გაცილებით ადრე, 2024 წლის ივნისში, ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და კანდიდატის ვალდებულებებისგან უკან დახევის გამო, თავად შეაჩერა ქვეყნის გაწევრების პროცესი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების”, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ს წინააღმდეგ სანქციებიც აამოქმედა.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო , რომლის ოფიციალური შედეგებით „ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა შეინარჩუნა.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ ოთხი ოპოზიციური გაერთიანება, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს და მეხუთე პრეზიდენტი – ისინი ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
2024 წლის ნოემბრის ბოლოდან საქართველოში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნების, უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების მოთხოვნებით.
ფორუმი