აშშ და პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, ოპერაციას იწყებენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, იწყებენ “მრავალეროვნულ ოპერაციას” სახელწოდებით Prosperity Guardian.
ოსტინის თქმით, ოპერაცია ფოკუსირებული იქნება ადენის ყურესა და წითელ ზღვაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მისი თქმით, თავდასხმები “საფრთხეს უქმნის თავისუფალი ვაჭრობის ნაკადს, უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო კანონს”.
მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, რომ “არასახელმწიფო აქტორის” წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მრავალეროვნულ ოპერაციაში შედის გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი.
ცნობისთვის, იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და “ჰამასს” შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა.
-ის შეიარღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მხოლოდ 18 დეკემბერს, წითელი ზღვის სამხრეთში ჰუსიტები თავს დაესხნენ 2 სატვირთო გემს.