აშშ და მისი მოკავშირეები – მოვუწოდებთ ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისკენ ისრაელი-ლიბანის საზღვრის გასწვრივ

მოვუწოდებთ დაუყონებლივი, ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისკენ ლიბანისა და ს საზღვრის გასწვრივ, რათა მივიღოთ დიპლომატიური სივრცე კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების მისაღწევად, – ამის შესახებ შეერთებული შტატების, ავსტრალიის, კანადის, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, გაერთიანებული სამეფოსა და კატარის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“ლიბანსა და ისრაელს შორის არსებული ვითარება წარმოადგენს უფრო ფართო რეგიონული ესკალაციის მიუღებელ რისკს. ეს არავის ინტერესშია, არც ისრაელელი და არც ლიბანელი ხალხის. დიპლომატიური შეთანხმების დროა, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობიან მოსახლეობას საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. თუმცა, დიპლომატია წარმატებას ვერ მიაღწევს ამ კონფლიქტის ესკალაციის ფონზე. ამგვარად, მოვუწოდებთ დაუყონებლივი, 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ ლიბანისა და ისრაელის საზღვრის გასწვრივ, რათა მივცეთ სივრცე დიპლომატიას კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისთვის“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
, ევროკავშირი და მათი მოკავშირეები მხარეებს მოუწოდებენ, დაამტკიცონ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ამ პერიოდის განმავლობაში და წარმოქმნან რეალური შანსი კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა