აშშ და ევროკავშირი, ომის დასრულების შემდეგ, ღაზისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის გაერთიანების იდეას ემხრობიან

აშშ და ევროკავშირი, ისრაელ-“ჰამასის” ომის შემდგომ, ღაზისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის გაერთიანების იდეას ემხრობიან.

“ვინაიდან ჩვენ მშვიდობისკენ მივისწრაფვით, ღაზა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო უნდა გაერთიანდეს, მმართველობის ერთი სტრუქტურით. საბოლოო ჯამში – განახლებული პალესტინის ავტონომიით. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილებაზე. ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება ერთადერთი გზაა გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, როგორც სთვის, ისე – პალესტინელი ხალხისთვის”, – აცხადებს .

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი კი ამბობს, რომ ღაზა პალესტინის ტერიტორიაა და დაუშვებელია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის გაყოფა.

“ღაზა პალესტინის ტერიტორიაა, დაუშვებელია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის გაყოფა. არ არსებობს პალესტინის სამი ტერიტორია, არსებობს ერთი პალესტინა”, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ, რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, უახლოეს მომავალში დადგება გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ