აშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებენ

რუსეთში -ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.
“საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა – არ იმოგზაუროთ“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის საელჩოს მსგავსად, გაფრთხილების ტექსტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. უწყებაც ურჩევს ბრიტანელებს, მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას ში ს შეჭრით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების გამო.
”სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია”, – აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ ტურისტული დაზღვევა შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ