აშშ-დან ფულადი გზავნილები 22%-ით გაიზარდა, რუსეთიდან კი 62% შემცირდა – Top-10 ქვეყანა

2024 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ დოლარი (794.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.9%-ით (74.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 96.6% მოდიოდა.
-10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გადმოირიცხა:
· – 48.841 მლნ დოლარი
· აშშ – 47.751 მლნ დოლარი
· იტალია – 45.769 მლნ დოლარი
· გერმანია – 22.442 მლნ დოლარი
· საბერძნეთი – 21.834 მლნ დოლარი
· – 19.505 მლნ დოლარი
· ყაზახეთი – 10.774 მლნ დოლარი
· თურქეთი – 8.120 მლნ დოლარი
· ესპანეთი – 5.994 მლნ დოლარი
· ირლანდია – 5.454 მლნ დოლარი
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.2 მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივნისის (29.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.0%-ით ნაკლებია.