აშშ–დან გზავნილები 24.5%–ით გაიზარდა, ყირგიზეთიდან –133.7%–ით, რუსეთიდან კი შემცირდა – 38.7%–ით – სები

2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ დოლარი (815.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
სების განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
რაც შეეხება გადარიცხვებს, 2024 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.5 მლნ აშშ დოლარი (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის (28.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია.
გზავნილები ყველაზე მეტად დან შემცირდა 38.7%, რომლის მიმღებები უმეტეს შემთხვევაში პუტინის ომს საქართველოში გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ყველაზე მეტად კი დან გაიზარდა 133.7%-ით.
ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის ივლისში.
აშშ – $50.3 მლნ ( ზრდა 24.5%); რუსეთი – $45.4 მლნ (კლება 38.7%); იტალია – $48.8 მლნ (ზრდა 6.5%); გერმანია – $24.7 მლნ (ზრდა 18%); საბერძნეთი – $23.1 მლნ (ზრდა 5.8%); – $21.6 მლნ (ზრდა 22.1%); ყაზახეთი – $10.5 მლნ (კლება 35.9%); თურქეთი – $9.1 მლნ (ზრდა 2.7%); ყირგიზეთი – $7.8 მლნ (ზრდა 133.7%); ესპანეთი – 7.04 მლნ ( ზრდა 17.6%).
რაც შეეხება იანვარ-ივლისის მონაცემებს, იანვარი-ივლისში გზავნილებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის იგივე პერიოდში კი ეს მონაცემი $2.6 მილიარდი იყო. კლება 700 მილიონია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”